„მანჩესტერ სიტის“ ტრიუმფით დამთავრდა ინგლისის პრემიერლიგის
2011–2012 წლების გათამაშება. ეს გუნდი აქამდე ორჯერ 1937და 1968 წლებში გახლდათ
ინგლისის ჩემპიონი, თუმცა მაშინ ამ ტურნირს პრემიერლიგა არ ეწოდებოდა.
ბოლო, 38-ე ტურის წინ პრემიერლიგაში ვითარება ძალიან
დაძაბული გახლდათ, 86–86 ქულით გათამაშების ცხრილის სათავეში მანჩესტერული
კლუბები: „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „მანჩესტერ სიტი“ იყვნენ. ბოლო ტურში
პრემიერლიგის ყველა მატჩი ერთდროულად დაიწყო და დაძაბულობამაც თანდათან იმატა. „ქალაქელებმა“
ბოლო წუთზე შეძლეს მეტოქის „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ გატეხვა და მატჩის მოგება
ანგარიშით: 3:2, რითაც თანაქალაქური „იუნაიტედის“ თამაშის შედეგს მნიშვნელობა
დაუკარგეს და 89 ქულით პრემიერლიგის ტრიუმფატორები გახდნენ.
89 ქულით და „სიტისთან“ შედარებით გატანილი და გაშვებული ბურთების
უარესი მაჩვენებლით მეორე ადგილს დასჯერდნენ „მანიუს“ ფეხბურთელები,მესამე ადგილი
კი 70 ქულით ლონდონურმა „არსენალმა“ დაიკავა, რომელსაც ერთი ქულით ასევე ლონდონური
„ტოტენჰემი“ ჩამორჩა.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც „მანჩესტერ სიტი“ არაბმა შეიხებმა
შეიძინეს, კლუბის აღორძინებისათვის დაახლოებით 900 მილიონი ევრო დაიხარჯა.
Internet.ge