მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ
მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგას უახლოესი 2 წლის განმავლობაში მოიგებს. პორტუგალიელი
სპეციალისტის თქმით, ახლა ის მთლიანად მომავალ სეზონზე და შემადგენლობის
შერჩევაზეა კონცენტრირებული.
“რეალი” მე-10 ჩემპიონთა თასის მოგებაზეა ორიენტირებული. თუ გუნდი
გააგრძელებს იმავე ფეხბურთის თამაშს, რის დემონსტრირებასაც მთელი სეზონის
განმავლობაში ვახდენდით, მაშინ გამარჯვება პრაქტიკულად გარანტირებული იქნება. ახლა
ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატისათვის ემზადებიან, მე კი მომავალი სეზონისათვის
მზადებას დავიწყებ” - თქვა მოურინიომ.
Internet.ge