მადრიდის “რეალისა” და გელზენკირხენის “შალკეს” ყოფილმა თავდამსხმელმა,
რაულმა, რომელმაც ახლახანს კონტრაქტი გააფორმა ყატარულ “ალ-საადთან”, განაცხადა,
რომ მზად არის ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2012-ზე ითამაშოს.
“თუ ნაკრებში დამიძახებენ, დაუყოვნებლივ გავემგზავრები ევროპის
ჩემპიონატზე. თუ არა და, მაშინ მთელი გულით ვუგულშემატკივრებ ჩვენს გუნდს, როგორც
ყველა ესპანელი” - თქვა 34 წლის ფორვარდმა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ
ბოსკემ არაერთხელ გამოთქვა თავისი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ რაული
იმსახურებს ეროვნულ გუნდში თამაშს.
Internet.ge