“ტულონის” ქართველი ბურჯი დათო ქუბრიაშვილი “ემლინ ჩელენჯის” თასის (პრესტიჟულობით
მეორე ევროტურნირი “ჰაინიკენის” თასის შემდეგ) ფინალის განაცხადშია, რომელიც 18
მაისს ლონდონის “თვიქნემ სთუფზე” გაიმართება და სადაც მისი გუნდის მეტოქე ასევე
ფრანგული “ბიარიცი” იქნება. შეხვედრა ხვალ თბილისის დროით 23.00 საათზე დაიწყება.
სასიხარულოა, რომ ტულონელთა იმ 25-მორაგბიან რაზმში, რომელიც ფინალური
ბრძოლისათვის ემზადება, ქუბრიაშვილთან ერთად, საქართველოს 20 წლამდე ნაკრების
მარჯვება ბურჯი ლევან ჩილაჩავაც მოხვდა, რაც მეტად მნიშვნელოვანია მომენტია მის
კარიერაში.
“ტულონი” სადღეისოდ საფრანგეთის და მთლიანად ევროპის ერთ-ერთი ყველაზე
“ვარსკვლავური” გუნდია, ამიტომაც მის საფინალო შემადგენლობაში ორი ქართველი მორაგბის
მოხვედრა მეტად სასიამოვნოა.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდის შემადგენლობაში თამაშობს ბოლო ათწლეულის
მსოფლიო რაგბის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი მოთამაშე ჯონი უილკინსონი.
Internet.ge