ვიქტორ სანიკიძე კვლავ საუკეთესო იყო “კანადიან სოლარის” შემადგენლობაში,
მაგრამ მისი გუნდი ამჯერადაც დამარცხდა ნიკა მეტრეველის “ბანკო დი სარდინიასთან”
86:88 ოვერტაიმში იტალიის სერია “ა”-ს ფლეი-ოფის მეორე მეოთხედფინალურ შეტაკებაში.
საქართველოს ნაკრების 203 სანტიმეტრიანმა ფორვარდმა მოედანზე მთლიანობაში
41 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში თავის გუნდს 12 ქულა და 12 მოხსნა
შესძინა. 25 წლის ვიქტორმა 10-დან 3 ორქულიანი და 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
“ბანკო დი სარდინიას” შემადგენლობაში 4 წუთით გამოჩნდა მოედანზე 212
სანტიმეტრიანი მეტრეველი, რომელმაც ამ მონაკვეთში 1 მოხსნა გააკეთა და 3 ჯარიმის
მიღებაც მოასწრო.
Internet.ge