საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში, ერთმანეთს გორის
„დილა“ და ზესტაფონის „ზესტაფონი“ დაუპირისპირდებიან.
„დილასგან“ განსხვავებით, „ზესტაფონს“ თასის ფინალში თამაშის საკმაო
გამოცდილება აქვს. იმერული კლუბი ტურნირის გადამწყვეტ მატჩში უკვე მეხუთედ მიიღებს
მონაწილეობას.
წინა ოთხ მატჩში კი ზესტაფონელებმა გამარჯვება მხოლოდ ერთხელ შეძლეს.
გორელები ფინალში არასდროს ყოფილან, მათი მაქსიმუმი 1997 წელს, თასის
ნახევარფინალში გასვლა გახლავთ.
შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე,
19:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება უფასო იქნება.
internet.ge