იტალიის ნაკრების მცველი პოლიციამ დააკავა
11:59 29.05.2012
|
დღის სიახლეები
|
იტალიის ნაკრებისა და სანკტ პეტერბურგის „ზენიტის“ მცველი დომენიკო კრიშიტო პოლიციამ პირდაპირ იტალიის ნაკრების სამწვრთნელო ბანაკიდან წაიყვანა. ამის მიზეზი ის გრანდიოზული სკანდალია, რომელიც ქვეყანაში ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით აგორდა. 25 წლის ფეხბურთელს ეჭვმიტანილის სტატუსით დაკითხავენ. საქმეს ქალაქ კრემონას პროკურატურა იძიებს.
„მინდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დამკითხონ კრემონაში, რათა სიტუაცია გაირკვეს. მე არაფერი საერთო არ მაქვს ამ ისტორიასთან“ - განაცხადა კრიშიტომ.
პოლიცია ერთ-ერთ ეპიზოდად განიხილავს სერია „ა“-ს 37-ე ტურის შეხვედრას „ლაციოსა“ და „ჯენოას“ შორის, რომელიც 2011 წლის 14 მაისს რომაული გუნდის გამარჯვებით დასრულდა 4:2. კრიშიტომ ის მატჩი სრულად ჩაატარა „ჯენოას“ შემადგენლობაში.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|