გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის
გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრებისა და ბერლინის „ჰერტას“ ვეტერანი ფეხბურთელი
ლევან კობიაშვილი, ერთწლიან დისკვალიფიკაციას მიიღებს.
გადაწყვეტილების თანახმად, ლევანს ფეხბურთის თამაში 2013 წლის 15
მაისამდე აეკრძალა. თუმცა ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის. გავრცელებული ინფორმაციის
თანახმად „ჰერტა“ ამ საქმეს სასამართლოში გადაწყვეტს.
შეგახსენებთ, რომ საუბარია ბერლინის „ჰერტასა“ და დიუსელდორფის
„ფორტუნას“ თამაშის შემდეგ მსაჯის ცემის ფაქტზე. გერმანელი არბიტრის - ვოლფგჰანგ
შტარკის მტკიცებით, კობიაშვილმა მას კეფაში ხელი ჩაარტყა. თუ ლევანს ეს ბრალდება
სასამართლომაც დაუმტკიცა, მაშინ მას ერთწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.
internet.ge