თბილისის „დინამოში“ რამდენიმე დღეში მამა-შვილ უჰრინების ჩამოსვლას
ელოდებიან. როგორც „დინამოს“ პრესსამსახურის უფროსმა ლაშა დვალიშვილმა განაცხადა,
მთავარ მწვრთნელად უმცროსი დუშან უჰრინი, ხოლო მის კონსულტანტად უფროსი დუშან
უჰრინი დაინიშნება.
„უჰრინების თბილისში ჩამოსვლა გადაწყვეტილია. მიუხედავად იმისა, რომ
კლუბს მათთან კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია, შეთანხმებას უკვე მივაღწიეთ.
რამდენიმე დღეში ისინი თბილისში ჩამოვლენ და „დინამოსთან“ ოფიციალურ კონტრაქტსაც
გააფორმებენ. მხოლოდ ამის შემდეგ გააქტიურდება „დინამო“ სატრანსფერო ბაზარზე.
მწვრთნელმა გუნდში ფეხბურთელები თავისი გემოვნებითა და გადაწყვეტილებით უნდა
მოიყვანოს“ - განაცხადა „ინტენეტ.ჯი“-სთან საუბრისას ლაშა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უფროსი უჰრინი „დინამოში“ რამდენიმე წლის წინაც
მუშაობდა, ხოლო უმცროსი უჰრინი კი ბოლოს 2010-2011 წლების სეზონში რუმინულ
„ტიმოშოარას“ თავკაცობდა.
internet.ge