გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა განაცხადა, რომ
ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩში პორტუგალიასთან, განსაკუთრებული ყურადღება
დაეთმობა მეტოქე გუნდის ლიდერს კრიშტიანუ რონალდუს. ბუნდესგუნდის ხელმძღვანელის
ინფორმაციით, რონალდუს ერთდროულად 3-4 ფეხბურთელი დაიჭერს.
“არავითარი აზრი არ აქვს რონალდუს წინააღმდეგ ერთი მოთამაშის დაყენებას.
ახლა კრიშტიანუ შესანიშნავ ფორმაშია და ერთი-ერთზე მას ვერავინ გაუმკლავდება. ვფიქრობ,
რომ მას სამეურვეოდ ერთდროულად 3-4 მოთამაშეს მივუჩენ.
მაქსიმალურად უნდა დავიცვათ თავი მისი სწრაფი გარღვევებისგან. ითამაშებს თუ
არა რონალდუს წინააღმდეგ ფილიპ ლამი? ამას პოლონეთში ჩასვლის შემდეგ გადავწყვიტავთ”
- თქვა ლიოვმა.
არბელოა: “მთელს მსოფლიოს ესპანეთის დამარცხება სურს”
ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” მცველმა ალვარო არბელოამ
განაცხადა, რომ მის გუნდს მეტად გაუჭირდება ევროპის მომავალ ჩემპიონატზე, რადგანაც
ის ამ ტურნირის მთავარ ფავორიტად ითვლება.
“ყოველთვის ძალიან ძნელია მიღწევის გამეორება. მთელმა მსოფლიომ უკვე
კარგად შეგვისწავლა და ერთი სული აქვთ, როდის დაგვამარცხებენ, მაგრამ ესპანეთის
ნაკრების მზად არის და კვლავ ძალიან სურს ევროპის ჩემპიონატის მოგება. ეს
უპრეცენდენტო წარმატება იქნება და ჩვენს წინაშე ახლა ურთულესი ამოცანა დგას” -
თქვა არბელოამ.
Internet.ge