საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, ამხანაგურ მატჩში
ბელორუს თანატოლებს მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლია. ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდის
ინფორმაციით, მატჩი ქართველთა უპირატესობით მიმდინარეობდა.
თამაშის ერთადერთი გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა, მან ქუთაისის
„ტორპედოს“ შემტევის, ნიკა საბანაძის გადაცემით ისარგებლა და მე-17 წუთზე
ჯვაროსნები დააწინაურა.
გოლის გარდა ქართველი ახალგაზრდები უდიდეს ტერიტორიულ უპირატესობას
ფლობდნენ და არაერთი სახიფათო მომენტის შექმნაც შეძლეს, თუმცა მხოლოდ ერთ გოლს
დასჯერდნენ.
ბელორუსებთან საქართველოს ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზა:
ნადირაძე, ტვილდიანი, კობახიძე, კვერკველია, იოსელიანი, კვეკვესკირი,
თარხნიშვილი (პარუნაშვილი 65), ჯიღაური, ყენია (შარაშენიძე 46), ოქრიაშვილი
(ჩაფიძე 46, ჯგერენაია 91), საბანაძე (კუკავა 56).
შეგახსენებთ, რომ ხუთ ივნისს, საქართველოს ამ ნაკრებს ევროპის
ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ელის. ახალგაზრდა ჯვაროსნები ტალინში, ესტონეთის
ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
internet.ge