პორტუგალიის ნაკრებისა და “მანჩესთერ იუნაითედის” ნახევარმცველმა ნანიმ,
რომელმაც თურქეთთან ამხანაგური მატჩის მიწურულს ტრავმა მიიღო, განაცხადა, რომ ეს
დაზიანება არ შეუშლის მას ხელს ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე.
“ეს ძალიან დიდი შოკი იქნებოდა ჩემთვის ევროპის ჩემპიონატი რომ
გამომეტოვებინა. თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი წესრიგშია და გერმანიასთან სასტარტო
მატჩისათვის სრულ მზადყოფნაში ვიქნები. ვფიქრობ, რომ პორტუგალიის ნაკრები თავის
ნამდვილ ძალას ევრო 2012-ზე აჩვენებს და საუკეთესო შედეგებსაც მივაღწევთ” - თქვა
ნანიმ.
Internet.ge