საქართველოს 18-წლამდე ნაკრები, ესპანეთში ევროპის სარაგბო ჩემპიონატის 1/4-ფინალში, ინგლისის ნაკრებთან 8:58 განადგურდა. მადრიდის “სიუდად უნივერსიტარიაზე” ქართველებმა 8 ლელო გაუშვეს მეტოქისაგან, საპასუხოდ კი მხოლოდ ერთის დადება მოახერხეს.
ახალგაზრდა “ბორჯღალოსნები” მომდევნო მატჩს 3 აპრილს გამართავენ და მე-5 ადგილისთვის გააგრძელებენ ბრძოლას, რომლის ნახევარფინალშიც უელსისა და იტალიის წყვილს შორის დამარცხებულ გუნდს შეხვდებიან.
Internet.ge