ჩეზარე მალდინი იტალიის შემტევი პოტენციალით უკმაყოფილოა
16:42 08.06.2012
|
დღის სიახლეები
|
იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, ლეგენდარული ჩეზარე მალდინის აზრით, „სკუადრა აძურას“ თავდამსხმელების პრობლემა აქვს. 80 წლის სპეციალისტი იტალიელთა შემტევი პოტენციალით უკმაყოფილოა.
„ცენტრალური თავდამსხმელების საკმარისი რაოდენობა ალბათ არ გვყავს. კასანოცა და ბალოტელიც ძალიან ძლიერები არიან, თუმცა გოლის გამტანები კიდევ გვესაჭიროება. მიუხედავად ამისა, იმედიანად ვარ, ამხანაგურის წაგება რა თქმა უნდა ცუდია, თუმცა ყველას უნდა ახსოვდეს, რომ იტალიელები საკუთარ სახეს ოფიციალურ მატჩებში აჩენენ ხოლმე“-განაცხადა მალდინიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიელთა პირველი მეტოქე ევრო-2012-ზე, 10 ივნისს, ესპანეთის ნაკრები იქნება.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|