10 ივნისს, 12:00 საათზე, გლდანის
ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის დარბაზი 1996-1997 წლებში დაბადებულ ვაჟ ხელბურთელთა
პირველობის ფინალურ მატჩს უმასპინძლებს.
საქართველოს ჩემპიონატი, რომელშიც
12 გუნდი მონაწილეობს, წრიული სისტემით ტარდება. პირველი წრის მატჩების შემდეგ
პირველობისთვის ბრძოლა საუკეთესო 8 გუნდმა განაგრძო.
მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონატში
1998-1999 წლებში დაბადებული ახალგაზრდა ხელბურთელთა ნაკრები მონაწილეობს, რომელიც ორ ნაწილად არის გაყოფილი და ჩემპიონატშიც ორი გუნდით - აღმოსავლეთ
და დასავლეთ საქართველოს ნაკრებების სახელით გამოდის. ეს ის ახალგაზრდები არიან, ვინც
2015 წელს თბილისის ახალგაზრული ოლიმპიურ ფესტივაზე უნდა ითამაშონ.
internet.ge