GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სპორტი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ესპანეთი-იტალია 1:1, ხორვატია-ირლანდია 3:1
12:27 11.06.2012
დღის სიახლეები

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში ევროპის ჩემპიონმა, ესპანეთმა იტალიის ნაკრებთან ფრედ ითამაშა 1:1 - შეცვლაზე შესული ანტონიო დი ნატალეს გოლს, სესკ ფაბრეგასმა მალევე უპასუხა.

მთლიანობაში უპირატესობას ესპანეთის ნაკრები ფლობდა, რომელმაც რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნა მეტოქის კართან, მაგრამ გატანა ვერ შეძლო. ეს უპირველეს ყოვლისა “ჩელსის” ფორვარდს ფერნანდო ტორესს ეხება, რომელმაც ბოლო 15 წუთში 2-3 ნაღდი საგოლე მომეტი გაუშვა ხელიდან.

C ჯგუფის მეორე შეხვედრაში ხორვატიის ნაკრების უპირატესობა აშკარა იყო ჯოვანი ტრაპატონის ირლანდიასთან დაპირისპირებაში 3:1. ტურნირზე მეორე დუბლი შესრულდა და ამჯერად მისი ავტორი ხორვატთა ფორვარდი მარიო მანჯუკიჩია.

ჰოლანდიელმა მთავარმა მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა აშკარა 11-მეტრიანი არ დანიშნა ხორვატიის ნაკრების კარში მეორე ტაიმში.

ხორვატია - ირლანდია 3:1

გოლები: მანჯუკიჩი 3,49, იელავიჩი 43 - სენტ-ლეჯერი 19

ყვითლები: მოდრიჩი, კრანჩარი - ენდრიუსი.

Castrol Edge Index-ის მატჩის საუკეთესო მოთამაშეები: 1.მარიო მანჯუკიჩი - 9.21, 2.ნიკიცა იელავიჩი - 9.00, 3.ივან რაკიტიჩი - 8.84.

ესპანეთი - იტალია 1:1

გოლები: ფაბრეგასი 64 - დი ნატალე 61

ყვითლები: არბელოა, ხორდი ალბა, ტორესი - მაჯიო, კიელინი, ბალოტელი, ბონუჩი.

Castrol Edge Index-ის მატჩის საუკეთესო მოთამაშები: 1.კლაუდიო მარკიზიო - 9.15, 2.სესკ ფაბრეგასი - 8.99, 3.ანდრეს ინიესტა - 8.3.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საქართველოში ჩამოსვლის სურვილს ირაკლი ოქრუაშვილიც გამოთქვამს1
რუსთავის ციხესთან პატიმრის დედა შიმშილობას განაგრძობს2
პრეზიდენტი სოფელ ლაფანყურისკენ მიემართება3
შს სამინისტრომ "ქართული ოცნების" წევრები დააკავა4
სასჯელაღსრულების ქსნის №15 და №19 დაწესებულებებთან საზოგადოებრივი მისაღები ამოქმედდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X