GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სპორტი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საფრანგეთი-ინგლისი 1:1, უკრაინა-შვედეთი 2:1
13:13 12.06.2012
დღის სიახლეები

ის დაბრუნდა! ანდრი შევჩენკოს ორმა ულამაზესმა გოლმა სრულიად უკრაინა გააბედნიერა - D ჯგუფის გვიან მატჩში მასპინძელმა უკრაინის ნაკრებმა 0:1-ზე უმძიმესი მატჩის შემოტრიალება და გამარჯვების მოპოვება მოახერხა შვედეთის ნაკრებთან 2:1, რომელიც ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლით ლიდერობდა.

ზღვა გულშემატკივრებით შემართულმა უკრაინელებმა აღმაფრენით ჩაატარეს სადებიუტო და ისტორიული შეხვედრა. ისინი მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და გამუდმებით უტვედნენ მეტოქის კარს. განსაკუთრებით სახიფათო იყო “ყვითლების” საფლანგო შეტევები.

ჯგუფის ცენტრალურ მატჩში კი საფრანგეთის და ინგლისის ნაკრებებმა ქულები გაიყვეს 1:1. ჯოლიონ ლესკოტის პირველ ტაიმაში გატანილ გოლს მალევე გამათანაბრებელით უპასუხა სამირ ნასრიმ და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

შეხვედრის შედეგით უკმაყოფილო დარჩა ფრანგების მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი, რომელმაც აღნიშნა, რომ მის გუნდს უნდა მოეგო, რამეთუ მეტოქეზე უკეთესად გამოიყურებოდა და გაცილებით მეტი საგოლე მომენტიც შექმნა.

D ჯგუფი, დონეცკი “დონბას არენა”

საფრანგეთი - ინგლისი 1:1

გოლები: ნასრი 39 - ლესკოტი 30

ყვითლები: ოქსლეიდ-ჩემბერლენი, იანგი

Castrol Edge Index-ის მატჩის საუკეთესო მოთამაშეები: 1.ალუ დიარა (საფრანგეთი) - 9.00, 2.ჯოლიონ ლესკოტი (ინგლისი) – 8.97, 3.პატრის ევრა (საფრანგეთი) – 8.66.

D ჯგუფი, კიევი “ოლიმპიისკი”

უკრაინა - შვედეთი 2:1

გოლები: შევჩენკო 55,62 - იბრაჰიმოვიჩი 52

ყვითლები: კალსტრიომი, ელმი.

Castrol Edge Index-ის მატჩის საუკეთესო მოთამაშეები: 1.ანდრი შევჩენკო (უკრაინა) – 9.7, 2.ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი) – 9.57, 3.ანდრი პიატოვი (უკრაინა) – 8.49.

Internet.ge    

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
უგულავა: მე თავიდანვე ვთქვი და გავაკეთე განცხადება, მე ამას არ უარვყოფ1
დაღუპულია 717 პილიგრიმი - ჭყლეტა მექაში2
ილია მეორე: იმედი მაქვს, ხელისუფლების ნებით პატიმრები თავისუფლები იქნებიან3
ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ არავის დამარცხება არ გვინდოდა4
რიჩარდ ლუგარი საქართველოს ეწვევა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X