მთელი საქართველოს მასშტაბით
მინი-ფეხბურთში მოყვარულ ფეხბურთელთა შორის „სამინისტროს თასის“ გათამაშება
გრძელდება. ქვემო ქართლის რეგიონული ეტაპის ფინალში ერთმანეთს ბოლნისისა და
რუსთავის გუნდები დაუპირისპირდნენ. ამ უკანასკნელმა ანგარიშით 5:0 იმარჯვა და
ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა.
მატჩს სპორტისა და ახალგაზრდობის
საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით კასრაძე და ქვემო ქართლის ფეხბურთის ფედერაციის
პრეზიდენტი ლაშა მინდელი დაესწრნენ, რომელთაც ქვემო ქართლის რეგიონის გამარჯვებული
დააჯილდოვეს.
„სამინისტროს თასზე" ქვეყნის
მასშტაბით ჯამში 1500-მდე გუნდი მონაწილეობს. ფინალურ სტადიაზე ჩემპიონობისათვის
რეგიონების 14 უძლიერესი გუნდი ანაკლიაში იბრძოლებს.
ტურნირის ორგანიზატორი სპორტისა
და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და ფეხბურთის
ფედერაციაა.
Internet.ge