ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სლავენ ბილიჩი თვლის, რომ მის
გუნდს შეუძლია ყველაზე მაღალ შედეგებს მიაღწიოს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე. მისი
აზრით, ხორვატიას ჩემპიონობის შანსიც კი აქვს.
“მე გიჟი ვარ? პირიქით, რეალისტი. ზუსტად ამიტომაც ვამბობ, რომ ხორვატიის
ნაკრებს შეუძლია ევროპის ჩემპიონატში გამარჯვება. რატომ არ შეგვიძლია მოვიგოთ
ევრო? ხორვატია მე-8 ადგილზე იმყოფება ფიფას რეიტინგში, რომლის მთავარი არსი არა
მოდური მაისურებია, არამედ მაღალი დონის შედეგები. თანაც ფინალამდე მხოლოდ 5 მატჩი
გვაშორებს” - განაცხადა ბილიჩმა.
Internet.ge