ჰოლანდიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და კაპიტანმა ბოლო მატჩში
პორტუგალიასთან (1:2) რაფაელ ვან დერ ვაარტმა მეტად კრიტიკულად შეაფასა გუნდის
გამოსვლა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე და პირდაპირ განაცხადა, რომ სცხვენია
გულშემატკივრების.
“ჩვენ ძალიან ცუდად გამოვედით ამ ტურნირზე - ეს იყო სრული კატასტროფა. ასეთი
საშინელი თამაშით ჰოლანდიის ნაკრების არ იმსახურებდა გამარჯვებას არცერთ
შეხვედრაში.
ძალიან მრცხვენია, პირველ რიგში გულშემატკივრების წინაშე, რომლებიც
ერთგულად გვიჭერდნენ მხარს. პირველ ტურში დანიასთან მარცხის შემდეგ ძალიან
გაგვიჭირდა, ვეღარ გავუძელით ფსიქოლოგიურ დაძაბულობას და ჩემპიონატი ჩავაგდეთ.
ახლა ყველაფრის თავიდან დაწყებაა აუცილებელი” - თქვა ვან დერ ვაარტმა.
Internet.ge