გლაზგოს
საფეხბურთო კლუბი „რეინჯერსი“ შოტლანდიის პრემიერ-ლიგის მომავალი სეზონის
მონაწილეთა სიაში ვერ მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC
ავრცელებს.
ქვეყნის
54 გზის ჩემპიონი სერიოზულ ფინანსურ კრიზისს განიცდის: მისი დავალიანება ათობით
მილიონ ფუნტს აღწევს.
მიმდინარე წლის თებერვალში „რეინჯერსი“ იძულებითი ადმინისტრირების მართველობის ქვეშ გადავიდა და შოტლანდიის ჩემპიონატში ათი ქულა ჩამოერთვა.
კლუბის
შეძენასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები კონსორციუმთან, რომელსაც
ინგლისელი ბიზნესმენი ხელმძღვანელობს. ვარაუდობენ, რომ საფეხბურთო კლუბი ამჟამინდელი სახით აღარ იარსებებს.
შოტლანდიის
პრემიერ-ლიგის ხელმძღვანელობას ჯერ არ გადაუწყვიტავს, განაგრძობს თუ არა „რეინჯერსი“ ჩემპიონატში
მონაწილეობას. ჯერ-ჯერობით მისი
ადგილი მომავალი სეზონის განაცხადში გუნდ „კლუბ 12“-ს უკავია.
Internet.ge