ევროპის ჩემპიონატზე ყველა მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია, ჯგუფური
ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვა იმ 8 გუნდის ვინაობა, რომლებიც ტურნირზე
გამოსვლას ფლეიოფში გააგრძელებენ: ჩეხეთი-პორტუგალია, გერმანია-საბერძნეთი,
ესპანეთი-საფრანგეთი და ინგლისი-იტალია.
D ჯგუფის ბოლო ტურში კვლავ ადგილი ჰქონდა მსაჯების უხეშ შეცდომას, რამაც
ზეგავლენა მოახდინა უკრაინა-ინგლისის მატჩის შედეგზე: 0:1-ზე მთავარმა მსაჯმა
ვიკტორ კოშოიმ აშკარა გოლი არ ჩათვალა ინგლისის ნაკრების კარში. მეორე შეხვედრაში
კი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და მისმა შვედეთმა ნამდვილი შოუ მოაწყვეს საფრანგეთთან,
სადაც “მილანის” ფორვარდმა ულამაზესი გოლი გაიტანა.
კიევი “ოლიმპიისკი”
შვედეთი - საფრანგეთი
2:0
გოლები:
იბრაჰიმოვიჩი 54, ლარსონი 91
ყვითლები: სვენსონი,
ჰოლმენი - მექსე
Castrol
EDGE Index-ის მატჩის საუკეთესო მოთამაშეები: 1.ოლოფ მელბერგი
(შვედეთი) – 9.64, 2.სებასტიან ლარსონი (შვედეთი) – 9.51, 3.ფილიპ მექსე
(საფრანგეთი) – 8.97.
დონეცკი “დონბას არენა”
უკრაინა - ინგლისი 0:1
გოლები:
რუნი 48
ყვითლები: ტიმოშჩუკი,
რაკიცკი, შევჩენკო - ჯერარდი, კოული
Castrol
EDGE Index-ის მატჩის საუკეთესო მოთამაშეები: 1.ეშლი კოული
(ინგლისი) 0 9.51, 2.უეინ რუნი (ინგლისი) – 9.18, 3.ჯონ ტერი (ინგლისი) – 9.07.
მეოთხედფინალები
21 ივნისი:
ჩეხეთი-პორტუგალია
22 ივნისი: გერმანია -
საბერძნეთი
23 ივნისი: ესპანეთი -
საფრანგეთი
24 ივნისი: ინგლისი -
იტალია
Internet.ge