ევროპის ჩემპიონატზე ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია - კონტინენტის 4
საუკეთესო ნაკრებს შორის გავიდნენ და ფინალისათვის ბრძოლას გააგრძელებენ:
პორტუგალია, გერმანია, ესპანეთი და იტალია, რომლებიც ასე დაწყვილდნენ:
პორტუგალია-ესპანეთი, გერმანია-იტალია.
ბოლო გუნდი, რომელმაც ½ ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა “სკუადრა აძურაა”
- ჩეზარე პრანდელის გუნდმა გუშინ გვიან ღამით ძირითადი დროის 0:0 დასრულების
შემდეგ პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა
ინგლისის ნაკრები და ფინალისაკენ გზა გაიკვლია.
იტალიელთა უპირატესობა აშკარა იყო მთელი მატჩის განმავლობაში და რომ არა
არაერთი გაფუჭებული საგოლე მომენტი, ყველაფერი ძირითად დროშივე დასრულდებოდა.
ინგლისი - იტალია 0:0
(პენალტებით 2:4)
ყვითლები: ბარძალი,
მაჯო
Castrol
EDGE Index-ის მატჩის საუკეთესო მოთამაშეები: 1.ანდრეა პირლო
(იტალია) – 9.56, 2.გლენ ჯონსონი (ინგლისი) – 9.53, 3.ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია) –
9.50.
ნახევარფინალები
27 ივნისი (22.45):
პორტუგალია - ესპანეთი
28 ივნისი (22.45):
გერმანია - იტალია
Internet.ge