საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ამერიკული ტურნეს მეორე ტესტ-მატჩიც
წააგო - “ბორჯღალოსნები” ამჯერად კანადასთან დამარცხდნენ 12:31. განსაკუთრებით
მძიმე შეხვედრის საწყისი 30 წუთი გამოდგა, როდესაც მილთონ ჰეიგის გუნდის დაცვა
არაერთხელ გაირღვა და კანადის ნაკრებს ქულების დაგროვების საშუალება მისცა.
მილთონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი
მწვრთნელი): “მატჩის სტარტზე რამდენიმე სულელური შეცდომა
დავუშვით, რამაც კანადას საშუალება მისცა წინ გაჭრილიყო სოლიდური სხვაობით და ამის
შემდეგ ვცდილობდით როგორმე დავწეოდით მათ.
სამწუხაროა, რომ დავმარცხდით და ზოგიერთ კომპონენტში სუსტად
გამოვიყურებოდით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებმა ასეთი
გამოცდილება მიიღეს.”
კანადა - საქართველო
31:12
2
ლელო: ნარიაშვილი, სუთიაშვილი. 1 გარდასახვა: კვირიკაშვილი
საქართველო: 1. მიხეილ
ნარიაშვილი (17. ლევან ჩილაჩავა 61), 2. რევაზ ბელქანია (16. შალვა მამუკაშვილი
56), 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. ვახტანგ მაისურაძე (19. გივი
ბერიშვილი 65), 6. გია ლაბაძე (18. შალვა სუთიაშვილი 49), 7. გიორგი თხილაიშვილი,
8. ბექა ბიწაძე, 9. ირაკლი აბუსერიძე (20. ბიძინა სამხარაძე 64), 10. მერაბ
კვირიკაშვილი (21. ლაშა მალაღურაძე 49), 11. ლექსო გუგავა (22. ალექსანდრე თოდუა
56), 12. თედო ზიბზიბაძე, 13. დავით კაჭარავა, 14. ირაკლი მაჩხანელი, 15. ირაკლი
ყიასაშვილი.
Internet.ge