ესპანეთის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ჟერარ პიკემ განაცხადა, რომ მისი
გუნდი არ აპირებს უარი თქვას თავის საფირმო სათამაშო სტილზე ევროპის ჩემპიონატის
ნახევარფინალში პორტუგალიის ნაკრებთან, რომელიც 27 ივნისს გაიმართება.
მისი აზრით, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ
მეტოქის წინააღმდეგობა დაძლიოს.
“ჩვენ ამ შეხვედრას არ ვუყურებთ ისე, როგორც კრიშტიანუ რონალდუსთან
ინდივიდუალურ დაპირისპირებას. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ
მხოლოდ მასზე კონცენტრირება არ ღირს. პორტუგალია ძლიერია, როგორ მთლიანი გუნდი.
რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს, ის იმოქმედებს თავის სტილში და არავითარ
შემთხვევეში არ შეცვლის სათამაშო ფილოსოფიას. ჩვენი მიზანია პორტუგალისთან
მოედანზე დომინირება” - თქვა პიკემ.
Internet.ge