ესპანეთის ნაკრები ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის პირველი ფინალისტია - უდაძაბულეს
ნახევარფინალში ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა 11-მეტრიანების სერიაში დაამარცხა
პორტუგალიის ნაკრები 4:2 და ტიტულისათვის ბრძოლა გააგრძელა.
პორტუგალიმ თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა ტურნირზე და ძალზედ ახლოს იყო
ისტორიულ გამარჯვებასთან, მაგრამ ესპანელებმა უკედ შეასრულეს პენალტები -
გადამწყვეტი გოლი სესკ ფაბრეგასმა გაიტანა.
“ვგრძნობდი, რომ ყველაფერი გამომივიდოდა…ეს ფანტასტიკაა! ვნანობ, რომ
ნახევარფინალზე ოჯახი არ ჩამოვიყვანე, მაგრამ ფინალზე ისინი აუცილებლად იქნებიან.
4 წლის განმავლობაში სამჯერ გავედით ფინალში, რაც განსაკუთრებული მიღწევაა” -
განაცხადა მატჩის შემდეგ გახარებულმა ფაბრეგასმა.
ნახევარფინალი, დონეცკი
“დონბას არენა”
პორტუგალია - ესპანეთი
0:0 (2:4 პენალტებით)
ყვითლები:
ბრუნუ ალვეში, პეპე, ველოზუ, კოენტრაუ, პერეირა - ჩაბი ალონსო, რამოსი,
ბუსკეტსი, არბელოა
Castrol EDGE Index-ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელები: 1.რუი
პატრისიუ (პორტუგალია) – 9.4, 2.ალვარო არბელოა (ესპანეთი) – 9.39, 3.ხორდი ალბა
(ესპანეთი) – 9.33.
Internet.ge