ესპანეთი ევროპის 2012 წლის ევროპის ჩემპიონია, ვისენტე დელ ბოსკეს
გუნდმა ფინალში კიევის “ოლიმპიისკიზე” იტალიის ნაკრები 4:0 გაანადგურა და ზედიზედ
მეორედ გახდა კონტინენტის საუკეთესო გუნდი, რაც ისტორიული მიღწევაა.
არასდროს მანამდე არცერთ ნაკრებს ზედიზედ ორჯერ არ მოუპოვებია ევროპის
ჩემპიონობა და ზედიზედ სამჯერ არ მოუგია უმსხვილესი ტურნირები - ეს პირველად
სწორედ “ფურია როხამ” მოახერხა, რითაც სამუდამოდ შევიდა ისტორიაში.
პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთი უკვე სოლიდური სხვაობით ლიდერობდა -
დავიდ სილვასა და ხორდი ალბას ორმა გოლმა ესპანელებს საგრძნობი უპირატესობა 2:0
მოუპოვა.
მეორე ნახევარში იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ
ნაკლებად აქტიური ანტონიო კასანოს ნაცვლად მოედანზე გამოცდილი ფორვარდი ანტონიო დი
ნატალე გამოუშვა და მანაც “სკუდრა აძურას” შეტევებს მეტი სიმწვავე შემატა, თუმცა
ორი საგოლე მომენტიდან ვერცერთი ვერ გამოიყენა.
იტალიისთვის ტრაგიკული
62-ე წუთი გამოდგა, როდესაც შეცვლაზე შესულმა ნახევარმცველმა ტიაგუ მოტამ ფეხი
იტკინა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შესძლო. ამ დროს პრანდელის უკვე სამივე შეცვლა
გამოყენებული ჰქონდა და იტალიელები 10 კაცით დარჩნენ მოედანზე.
მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო
- დარჩენილ დროში ფერნანდო ტორესმა და ხუან მატამ ანგარიში გამანადგურებელი
გახადეს.
ევროპის
2012 წლის ჩემპიონატის ფინალი, კიევი “ოლიმპიისკი”
ესპანეთი
- იტალია 4:0
გოლები: სილვა 14,
ალბა 41, ტორესი 84, მატა 88
ყვითლები: პიკე 25 -
ბარძალი 45
Castrol EDGE Index-ის მატჩის საუკეთესო მოთამაშეები: 1.სერხიო
რამოსი (ესპანეთი) – 9.69, 2.ხორდი ალბა (ესპანეთი) – 9.09, 3.იკერ კასილიასი
(ესპანეთი) – 9.07
Castrol EDGE Index-ის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეები: 1.სერხიო
რამოსი (ესპანეთი), 2.კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია), 3.ჟერარ პიკე (ესპანეთი).
internet.ge