გიორგი შერმადინს თელ-ავივის “მაქაბიმ” ცენტრის პოზიციაზე ადგილი
გაუთავისუფლა - ისრაელის კლუბმა “პანათინაიკოსში” გაუშვა საბერძნეთის ნაკრების 27
წლის და 206 სანტიმეტრიანი ცენტრალური ფორვარდი სოფოკლის სხორციანიტისი, რომელმაც
ათენურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 216 სანტიმეტრიანმა ცენტრმა
იტალიურ “ბენეტ კანტუში” გატარებული წარმატებული სეზონის შემდეგ 1+1 კონტრაქტი
გააფორმა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან თელ-ავივის “მაქაბისთან”, რაც უდაოდ
წინგადადგმული ნაბიჯია კარიერაში 23 წლის შერმადინისათვის.
გიორგის მთავარი კონკურენტის, სხორციანიტისის გაშვება კი იმას ნიშნავს,
რომ ქართველს მეტი სათამაშო დრო ექნება.
internet.ge