თორნიკე შენგელიამ დღეს დილით პირველი ვარჯიში ჩაატარა თავისი ახალი
კლუბის, “ბრუკლინ ნეთსის” შემადგენლობაში - ნბა-ს დრაფტზე 54-ე ნომრად მეორე
რაუნდში არჩეულმა 20 წლის ქართველმა გუნდთან ერთად ზაფხულის 4-დღიანი სავარჯიშო
კემპი დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდი “ბრუკლინ ნეთსმა”
განაცხადში შეიყვანა საზაფხულო ლიგაში სათამაშოდ, რომელიც 9-13 ივლისს ორლანდოს
“ემვეი სენთერში” გაიმართება.
ბრუკლინელებმა 14-კაციანი შემადგენლობა დაასახელეს, რომელიც 5 ივლისიდან
4-დღიან სავარჯიშო კემპს გაივლის მშობლიურ “PNY სენთერში”, საიდანაც ორლანდოში
გაემგზავრება.
საზაფხულო ლიგაში “ნეთსი” 5 მოსამზადებელ მატჩს გამართავს: 9 ივლისს
“ორლანდო მეჯიქთან”, 10 ივლისს “ბოსტონ სელტიქსთან”, 11 ივლისს “ფილედალფია
76”-თან, 12 ივლისს “ოკლაჰომა სითი თანდერთან” და 13 ივლისს “ინდიანა პეისერსთან”.
internet.ge