საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ
მოლაპარაკებები გამართა მადრიდის “რეალის” სპორტულ დირექტორთან ზინედინ ზიდანთან,
სადაც მას საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზა.
ფრანგული პრესის ინფორმაციით, “ზიზუს” გარდა ასევე აქტიურად განიხილება
“მარსელის” ყოფილი მთავარი მწვრთნელის, დიდიე დეშამის კანდიდატურაც, რომელიც
ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია ვაკანტური პოსტის დასაკავებლად.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ
საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ლორან ბლანმა.
internet.ge