იტალიის ჩემპიონი და ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი სიენას
“მონტეპასკი” განაგრძობს ბრძოლას ვიქტორ სანიკიძისათვის. საქართველოს ნაკრების
ფორვარდი ახლა თავისუფალი აგენტია, თუმცა იტალიური პრესის ინფორმაციით, სიენელებს ძალიან
გაუჭირდებათ 26 წლის ქართველის ხელში ჩაგდება, რადგანაც მისით ასევე
დაინტერესებული არიან: ესპანეთის, თურქეთის და რუსეთის კლუბები.
შეგახსენებთ, რომ ბოლო სამი სეზონი სანიკიძემ ბოლონიას “კანადიან
სოლარში” გაატარა და ამ გუნდის ლიდერადაც იქცა. ამჟამად კი ვიქტორი საქართველოს
ნაკრებთან ერთად ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისათვის ემზადება.
internet.ge