საქართველოს ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია „ბრუკლინ ნეთსთან“ 2-წლიან
კონტრაქტს გააფორმებს. საბოლოო
გადაწყვეტილება ნბა-ს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე
მიიღო. ნიუ-იორკელები ბელგიურ „შარლერუას“ 300 ათას
ევროს გადაუხდიან და ქართველის კონტრაქტს გამოისყიდიან. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ-იორკ პოსტი“ ავრცელებს.
საქართველოს ნაკრების 20 წლის ფორვარდი მე-13 და ყველაზე ახალგაზრდა
მოთამაშე იქნება „ნეთსის“ სასეზონო განაცხადში, სადაც მას შემდეგ ყველაზე
ახალგაზრდები 22 წლის თაიშონ თეილორი და 26 წლის მირზა ტელეტოვიჩი არიან.
ორლანდოში საზაფხულო ლიგის განმავლობაში შენგელიამ აჩვენა თავისი
პოტენციალი, სადაც მხოლოდ 21 წუთში თამაშის განმავლობაში
საშუალოდ
10,2 ქულასა და 3,6 მოხსნას აგროვებდა. ამას გარდა, შენგელია 52,9
პროცენტიანი სიზუსტით ისროდა.
Internet.ge