რუსეთის ნაკრების ლიდერი ანდრეი კირილენკო უახლოეს პერიოდში შესაძლოა
თორნიკე შენგელიას თანაგუნდელი გახდეს “ბრუკლინ ნეთსში” - ნიუ იორკული კლუბის
გენერალურმა მენეჯერმა ბილი კინგმა დაადასტურა, რომ იგი უშუალოდ მონაწილეობს “ცსკას”
ფორვარდსა და მის აგენტთან მოლაპარაკებებში.
“ჩვენ თითქმის დავასრულეთ შემადგენლობის დაკომპლექტება, თუმცა დაგვრჩა
ორი პოზიცია - გუნდს სჭირდება “დიდი” კალათბურთელები. კლუბი მოლაპარაკებებს
აწარმოებს ანდრეი კირილენკოსთან. მე ვნახე მისი თამაში ევროლიგის “ფინალურ ოთხეულში”
და მინდა გითხრათ, რომ ის შესანიშნავი ვარიანტი იქნებოდა “ნეთსისთვის”. კირილენკოს
შეუძლია გუნდი შეტევაში გააძლიეროს” - განაცხადა კინგმა.
Internet.ge