“ინტერის” ნახევარმცველი უესლი სნაიდერი, რომელსაც ევროპის არაერთი
კლუბისგან ჰქონდა შეთავაზება, მილანურ კლუბში რჩება - ამის შესახებ ჰოლანდიის
ნაკრების გამთამაშებელმა იტალიურ პრესას განუცხადა.
“მე ვრჩები “ინტერში”, რადაგნაც აქ თავს კარგად ვგრძნობ. ამ გუნდს დიდი
მომავალი აქვს, ხოლო მწვრთნელი სტრამაჩონი იდეალურად შეერწყა თანამედროვე
“ინტერს”. მას ბევრი იდეები აქვს, სამუშაოს ენთუზიაზმით უდგება. ეს საუკეთესო
ვარიანტია, რაც კი ჩვენ ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ მივიღეთ” - განაცხადა სნაიდერმა.
Internet.ge