“თოკომ ძალიან კარგად ითამაშა საზაფხული ლიგაში, რამაც გადაგვაწყვეტინა
მასთან კონტრაქტის გაფორმება” - განაცხადა დღეს გამთენიისას “ბრუკლინ ნეთსის”
გენერალურმა მენეჯერმა ბილი კინგმა თორნიკე შენგელიასთან კონტრაქტის ხელმოწერის
ოფიციალური ცერემონიის შემდეგ.
კლუბმა გადაწყვიტა საიდუმლოდ შეინახოს საქართველოს ნაკრების ფორვარდთან
გაფორმებული კონტრაქტის დეტალები, თუმცა “ნეთსდეილის” ინფორმაციით, 20 წლის
შენგელია ნიუ იორკელებისაგან წელიწადში მინიმუმ 500 ათას დოლარს მიიღებს ხელფასის
სახით.
ამას გარდა, “ნეთსმა” 300 ათასი დოლარის ოდენობის საკომპენსაციო თანხა
უნდა გადაუხადოს ბელგიურ “შარლერუას”, რადგანაც ქართველ კალათბურთელს ამ კლუბთან კონტრაქტი
2013 წლამდე აკავშირებდა.
Internet.ge