საქართველოს ეროვნული
ოლიმპიური კომიტეტი ლონდონის ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ ვებ-გვერდზე
გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება. ქართული მხარის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში ნათქვამია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის ტერიტორიად
მოხსენიებასთან დაკავშირებით, „ლონდონი 2012"-ის საორგანიზაციო კომიტეტში უკვე
გაიგზავნა მოთხოვნა შეცდომის გამოსასწორებლად:
„ლონდონის ოლიმპიური
თამაშების ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სადაც ყველა მონაწილე ქვეყნის სპორტსმენთა
დოსიეა გამოქვეყნებული, რუსეთის გუნდის მიერ წარდგენილი ფორმულიარით სამხრეთ ოსეთი
და აფხაზეთი რუსეთის ტერიტორიად არის აღნიშნული.
კონკრეტულად,
თავისუფალი სტილით მოჭიდავეების - ბესიკ კუდუხოვისა (სამხრეთ ოსეთი, საქართველო)
და დენის ცარგუშის (გუდაუთა, აფხაზეთი, საქართველო) ბიოგრაფიებში დაბადების
ადგილად მითითებულია რუსეთის ფედერაცია.
ამ ფაქტს მოყვა სეოკ-ის
მძაფრი პროტესტი და „ლონდონი 2012"-ის საორგანიზაციო კომიტეტში გაიგზავნა
განცხადება მოთხოვნით, რომ გამოსწორდეს ეს შეცდომა და ზემოაღნიშნულ სპორტსმენებს
დაბადების ადგილად მიეთითოს საქართველო,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
Internet.ge