საქართველოს ოლიმპიური გუნდი ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე
სტარტს 27 ივლისს აიღებს, როდესაც გახსნის ოფიციალური ცერემონიალის წინ ბრძოლაში
მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა საკვალიფიკაციო რაუნდიდან თბილისის დროით 13.00
საათზე ჩაებმება.
ქართული დელეგაცია გუშინ ჩარტერული რეისით გაფრინდა ოლიმპიურ დედაქალაქში
- წლევანდელ ოლიმპიადაზე სპორტის 12 სახეობაში 35 ქართველი სპორტსმენი
იასპარეზებს. გუნდის მედროშე და კაპიტანი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე იქნება.
მთლიანობაში ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე 204 ქვეყნის 10 500
სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ერთმანეთს სპორტის 26 სახეობაში
შეეჯიბრებიან. ოლიმპიადა ოფიციალურად 12 აგვისტოს დაიხურება.
Internet.ge