“ბარსელონას” ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანომ გააგრძელა კონტრაქტი
კლუბთან - ახალი შეთანხმების მიხედვით, არგენტინის ნაკრების 28 წლის ფეხბურთელი
ესპანურ კლუბში 2016 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სხვა კლუბი დაინტერესდება მასკერანოთი
და მისი ყიდვის სურვილი ექნება, 100 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ბოლო 2
სეზონის განმავლობაში არგენტინელმა “ბარსელონას” შემადგენლობაში 97 მატჩი ჩაატარა
და მის განუყოფელ ნაწილად იქცა.
ამასთანავე ცნობილი ხდება ისიც, რომ “ბარსელონაში” სრული დატვირთვით
ვარჯიში განაახლეს ლიონელ მესიმ და კარლეს პუიოლმა, რომელთაც სხვადასხვა სიმძიმის
ტრავმები აწუხებდათ.
Internet.ge