წარმატებით დაიწყო ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადაზე გამოსვლა საქართველოს
პირველმა წარმომადგენელმა ქრისტინე ესებუამ, რომელმაც მშვილდოსნობის
საკვალიფიკაციო ეტაპზე 64 სპორტსმენს შორის 34-ე შედეგი აჩვენა და 1/32 ფინალში
ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
27 წლის ქართველის მეტოქე საკვლიფიკაციო რაუნდში ინდონეზიელი იულიანა იკა
როჩმავატი იყო, რომელიც ესებუამ 642:638 დაამარცხა და 30 ივლისს 1/32 ფინალში მისი
მეტოქე ჩილელი დენისე ვან ლომოენი იქნება, რომელმაც კვალიფიკაციაში 645 ქულა
დააგროვა და 31-ე შედეგი აჩვენა.
Internet.ge