ლონდონის ოლიმპიურ
თამაშებზე პირველი ქართველებიდან ტატამზე ბეთქილ შუკვანი გამოვიდა. ქართველი
ძიუდოისტი პირველ წრეში ავსტრალიელ ამიენ დიკინსს შეხვდა და მეტოქე იპონით
დაამარცხა.
მსგავსი წარმატების
მიღწევა შუკვანმა
მეორე შეხვედრაში ვეღარ შეძლო. მას ფრანგ
სოფიან მილუსთან ბრძოლისას 5 წამი
დააკლდა მეორე რაუნდში გამარჯვებამდე. ქართველი მეტოქეს ამარცხებდა, მაგრამ ბოლო წამებში უპირატესობა ვერ
შეინარჩუნა და იპონით დამარცხდა.
შუკვანს
კიდევ რჩება მედლის შანსი. იგი რეპეშაჟში გადაერთვება და იქ თუ ყველა ბრძოლას
მოიგებს, ხოლო მისი მძლეველი მილუ ფინალში გავა, ქართველ ძიუდოისტს ბრინჯაოს
მედლისთვის ბრძოლის საშუალება მიეცემა.
დღესვე, ცნობილი გახდა,
რომ საქართველოს მოკრივეთა ნაკრებს მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე აღარ
ჰყავს. რამაზ ფალიანის გუნდის ერთადერთი წევრი მერაბ თურქაძე (56კგ) რინგზე დღეს
უნდა ასულიყო, მაგრამ მისი წონა შეუსაბამო არმოჩნდა. არსებობს ინფორმაცია, რომ
თურქაძეს ხელი ბოლო ვარჯიშზე მიღებულმა ტრავმამ შეუშალა, თუმცა დეტალები ჯერ კიდევ
ზუსტდება.
Internet.ge