ლონდონის ოლიმპიადაზე 2 აგვისტო ქართული დელეგაციისათვის კვლავ
ძიუდოსთანაა დაკავშირებული - დღეს ერთადერთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს, 100
კილოგრამ წონით კატეგორიაში მედლისათვის ლომერ ჟორჟოლიანი იბრძოლებს.
1/32 ფინალში მისი მეტოქე 27 წლის გამოცდილი რუმინელი დანიელ ბრატა
იქნება - მოწინააღმდეგეები ტატამზე თბილისის დროით დაახლოებით 12.37 საათზე
გავლენ.
ამ რაუნდის გავლის შემთხვევაში 24 წლის ქართველ ძიუდოისტს შემდეგ ეტაპზე
ყაზახი მაქსიმ რაკოვისა და აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვის წყვილში გამარჯვებული
ელის.
Internet.ge