საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ჰუკერი აქვსენტი გიორგაძე საფრანგეთის
ჩემპიონ “ტულუზადან” “ფედერალ 2”-ის კლუბ “ტოურნფილში” გადავიდა - 36 წლის ვეტერან
“ბორჯღალოსანს” ტულუზურ რაზმში “სამედიცინო ჯოკერის” სტატუსით თავისი თანამემამულე,
ტრავმირებული ჯაბა ბრეგვაძე უნდა შეეცვალა, მაგრამ საბოლოო ჯამში გუნდის
ხელმძღვანელობამ მას “ბრივიდან” გადაყვანილი ვირჯილ ლაკომბი ამჯობინა.
ამის მიუხედევად, გამოცდილი გიორგაძე რჩება “ტულუზასთან” კონტაქტში,
სადაც მას პარალელურად ასაკობრივ გუნდებში სამუშაოს სთავაზობენ.
Internet.ge