ქართველმა ძიუდოისტებმა ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლა წარუმატებლად
დაასრულეს - +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველივე რაუნდში დამარცხდა და
შეჯიბრებას გამოეთიშა ჩვენი მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი, რომელმაც გერმანელ
ანდრეას ტოელცერთან ვერაფერი გააწყო.
ქართველ ფალავანს მეტოქემ იუკო და ვაზარი აუღო, შემდეგ კი შებოჭვაზეც
მოჰყვა და ოლიმპიადა დაასრულა.
Internet.ge