ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში, დღეიდან, ბერძნულ-რომაული
და თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ერთვებიან.
საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრები ბრიტანეთში 13 სპორტსმენით
იქნება წარმოდგენილი. ეროვნული გუნდი ლონდონში გუშინ გაემგზავრა.
ასპარეზობის პირველ დღეს საუკეთესოები 74 წონით კატეგორიაში
გამოვლინდებიან. საქართველოს ღირსებას 21 წლის ზურაბ დათუნაშვილი დაიცავს. ქართველი
მოჭიდავე თავის პირელ ორთაბრძოლას თბილისის დროით 16:00 საათზე გამართავს.
Internet.ge