დღეს, ლონდონის ოლიმპიადაზე საქართველოს 5 სპორტსმენი წარადგენს, რომლებიც
3 სახეობაში მიიღებენ მონაწილეობას და მედლების იმედი კვლავ ბერძნულ-რომაული
სტილის მოჭიდავეებისგან გვაქვს.
66 კილოგრამ წონით კატეგორიაში 1/8 ფინალიდან ასპარეზობაში მანუჩარ
ცხადაია ჩაებმება, რომელიც ამ ეტაპზე შვეიცარიელ პასკალ სტრებელს შეხვდება. 96
კილოგრამ წონით კატეგორიაში ასევე მერვედფინალიდან იჭიდავებს სოსო ჯაბიძე, რომელიც
ბულგარელ გური ელისსა და რუმინელ ალინ ალექსუკ-ჩიურარიუს 1/16 წყვილის
გამარჯვებულს შეხვდება.
ძალოსანი ირაკლი თურმანიძე +105 კილოგრამ წონით კატეგორიაში უძლიერესთან
A ჯგუფში იასპარეზებს.
საქმეში ჩაებმება საქართველოს მძლეოსანთა ნაკრების ორი წევრი: სიგრძეზე
მხტომელი მაია გოგოლაძე შეჯიბრს A ჯგუფში საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს, ხოლო
დავით ილარიანი 110 მეტრზე თარჯრბენის საკვალიფიკაციო ეტაპზე ირბენს.
განრიგი
მანუჩარ ცხადაია
(ბერძნულ-რომაული ჭიდაობა 66კგ. 1/8 ფინალი) - პასკალ სტრებელი (შვეიცარია) –
16.18 სთ.
სოსო ჯაბიძე
(ბერძნულ-რომაული ჭიდაობა 96კგ. 1/8 ფინალი) - ელის გური-ალინ ალექსუკ-ჩიურარიუს
წყვილში გამარჯვებული. სავარაუდო 16.45 სთ.
ირაკლი თურმანიძე
(ძალოსნობა +105კგ. A ჯგუფი) – 22.00 სთ.
მაია გოგოლაძე
(მძლეოსნობა, სიგრძეზე ხტომა, კვალიფიკაცია) – 22.05 სთ.
დავით ილარიანი
(მძლეონობა, 110 მეტრზე თარჯრბენი, კვალიფიკაცია) – 13.10 სთ.
Internet.ge