უნიკალური
პრეცედენტი
დაფიქსირდა
ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე. 26 წლის სამხრეთ
აფრიკელმა ოსკარ პისტორიუსმა, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს, სრულფასოვან სპორტსმენებს შორის დიდი წარმატებით იასპარეზა.
პისტორიუსმა 51 მორბენალ
შორის 11–ე
ადგილი დაიკავა.
იგი, ისტორიაში პირველი პარაოლიმპიელი
გახდა, ვინც ჩვეულებრივ ოლიმპიადაზე მონაწილეობა მიიღო. გასულ წელს, მან მსოფლიო
ჩემპიონატის ფინალურ გარბენში ესტაფეტური ვერცხლი მოიპოვა.
„მე არ მოვსულვარ აქ რათა გავაუმჯობესო
წინა მაჩვენებელი. მე აქ იმიტომ ვარ, რომ გავაკეთო იმის მაქსიმუმი რაც შემიძლია“,
- განაცხადა გარბენის წინ სპორტსმენმა.
Internet.ge