სკანდალურად განვითარდა მოვლენები კვიპროსში,
ლარნაკას სტადიონ “ანტონის პაპადოპულოსზე”, სადაც ევროპის ლიგის მეორე შესარჩევ
რაუნდში გორის “დილა” ადგილობრივ “ანორთოსისს” 3:0 ანადგურებდა.
81-ე წუთზე მათე ვაწაძის მიერ გატანილი მესამე
გოლის შემდეგ ადგილობრივმა ფანატებმა სტადიონის ტრიბუნების დალეწვა და ცეცხლის
დანთება დაიწყეს, ამას ორივე გუნდის გასახდელში გასვლა და მატჩის ჩაშლა მოჰყვა.
“დილა” ევროპის ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა -
პირველი მატჩი თბილისში კვიპროსელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა, თუმცა გორელებმა
ლარნაკაში საოცრების მოხდენა შეძლეს.
internet.ge