ცნობილი გახდა იმ სამეულის ვინაობა, ვინც “ოქროს ბურთისათვის” იბრძოლებს
- ესპანური გამოცემა “MARCA”-ს ინფორმაციით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის
წოდების მთავარი კანდიდატები არიან: კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი და ანდრეს ინიესტა.
სამეულს მიღმა დარჩნენ: ანდრეა პირლო, ხავი ერნანდესი და იკერ კასილიასი,
რომლებიც შესაბამისად მე-4, მე-5 და მე-6 ადგილებზე გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ
“ოქროს ბურთისათვის” მებრძოლი 32 კანდიდატიდან 7 მადრიდის “რეალის” და 4
“ბარსელონას” ფეხბურთელი იყო.
Internet.ge