დავით ქუბრიაშვილი “ტულონის” განაცხადშია საფრანგეთის “ტოპ 14”-ის
2012/13 წლების სეზონის პირველი ტურის ცენტრალურ მატჩში კატალუნიურ “პერპინიანთან”,
რომელიც 18 აგვისტოს თბილისის დროით 22.40 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ქუბრიაშვილის გარდა, საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე
ამბიციური და მდიდარი კლუბის “ტულონის” შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების კიდევ
ორი ახალგაზრდა მორაგბე თამაშობს: მარჯვენა ბურჯი ლევან ჩილაჩავა და შერკინების
მეორე ხაზელი კოტე მიქაუტაძე.
“ტოპ 14”-ის პირველი ტური 17-18 აგვისტოს გაიმართება.
Internet.ge