17 წლის ქართველი გოგონა დარდანელის
სრუტის გადაცურვისთვის ემზადება.
ანა ლომინაძე,
რომელიც საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია, დარდანელი ლაზურით ხელფეხშეკრულმა უნდა
გადაცუროს. მას სამედიცინო გამოკვლევები იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში
"ავანტე ჰოსპიტალების ჯგუფის" ინციატივით უტარდება.
ექიმები მის მონაცემებს შეისწავლიან და ამის შემდეგ ნებას დართავენ მარათონში
მიიღოს მონაწილეობა. ქართველი მოცურავე დარდანელის სრუტის გადაცურვას 30 აგვისტოს
გეგმავს.
Internet.ge